
ციფრული ინდუსტრიის სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მანქანურ სწავლებას. მისი საშუალებით შესაძლებელია ისეთი დავალებების შესრულება, რომელის შესახებაც მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. ML ( Machine Learning ) შეუძლია შექმნას ახალი ცვლადი, ახალი ფუნქციისთვის, რომელიც სახელდობრ დავალების შესრულებას სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ალგორითმი აქტიურად იყენებს მათემატიკის ნაწილს ალბათობის თეორიას, შესაძლოა გაჩნდეს იმის ეჭვი, რომ ML - ით მიღწეული შედეგიც ალბათური ხასიათის იქნება, მაგრამ ალგორითმს შეუძლია თავის თავში მოიაზროს შეცდომათა მინიმალიზება და გაგაგრძელოს პროცესი იქამდე სანამ შედეგი არ იქნება სანდო და ამომწურავი. სწორედ ამ თვისების გამო, ციფრულ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, აქტიურად ცდილობენ დანერგონ მანქანური სწავლება აპლიკაციებსა თუ კომპიუტერულ პროგრამებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ საწყისი ალგორითმის შექმნა მოითხოვს მათემატიკის საფუძვლიან ცოდნას, რადგან ყველა ინფორმაცია გადაყვანილ იქნას კომპიუტერულ ენაზე და პირიქით კომპიუტერი გვაძლევდეს ახალ ცვლადებს, როგორც მოდელის შესასწავლად დამალულ რესურსს. ეს უკანასკნელი კი ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგს გვაძლევს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.